დიზაინერი დემნა გვასალია საპატიო თბილისელის ჯილდოს მფლობელია. სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2022 წლის საპატიო თბილისელები დაჯილდოვდნენ.
„თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას; რომელმაც მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ქართველები ვართ უნიჭიერესი ხალხი; ქართველები ვართ ადამიანები, რომლებსაც ბევრი რამ შეგვიძლია. შესაბამისად, მინდა წარმოგიდგინოთ დემნა გვასალიას კანდიდატურა - ადამიანის, რომელმაც მოხსნა ყველანაირი ჩარჩო და სტანდარტი მოდის ინდუსტრიაში.
შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. დემნა მოდის სახლის „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორია, არის ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს ჯილდოს მფლობელი. დემნა ცხადია, დღეს თბილისში არ იმყოფება, იცით, რომ პარიზის მოდის კვირეული იმართება, მინდა, მას წარმატებები ვუსურვო და მე მექნე შესაძლებლობა, საპატიო თბილისელის წოდება ოფიციალურად გადავცე პირადად მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაჯოლდოებულებს თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.