ნიდერლანდების მთავრობა საბავშვო შემწეობებთან დაკავშირებული სკანდალის გამო, სრული შემადგენლობით გადადგა. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს.
ქვეყნის პარლამენტის დასკვნაში ნათქვამია, რომ რიგ შიმთხვევაში ოჯახების დასაჯარიმებლად ხელმოუწერელი დოკუმენტიც კი საკმარისი იყო, რის გამოც სოციალურად დაუცველი ოჯახები ათობით ათასი ევროთი ჯარიმდებოდნენ.
ნიდერლანდების პარლამენტის დასკვნის თანახმად, "უპრეცედენტო უსამართლობას" ჰქონდა ადგილი რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახთან მიმართებით, რომელთა ნაწილიც იძულებული გახდა, მთავრობის მიერ მათთვის გადაცემული თანხა უკან დაებრუნებინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სულ მცირე 9 ათასი ოჯახის მიმართ მცდარი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადებას დღის განმავლობაში გააკეთებს.