ირანის დედაქალაქ თეირანის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, „შარიფის“ უნივერსიტეტში პოლიციასა და მომიტინგე სტუდენტებს შორის შეტაკება მოხდა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს სტუდენტები, რომლებიც გაურბიან უსაფრთხოების ძალებს, ისმის სროლის ხმა.
შეგახსენებთ, ირანში საპროტესტო აქციები 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში, მასობრივი პროტესტის ტალღა მოყვა. ამასთან, როგორც ცნობილია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდე,გ ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა.