მედია: ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა.

„თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს.

ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ალტერნატივაა. ამ დერეფნის მზარდი როლი ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე გააძლიერებს თურქეთის მისწრაფებებს რეგიონში, რომ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს“, - წერს ანალიტიკოსი.


შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.