ბულგარეთში ვადამდელ არჩევნებში, ყოფილი პრემიერის პარტია იმარჯვებს

2 ოქტომბერს ბულგარეთში გამართულ ვადამდელ არჩევნებში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია „სამოქალაქო მოძრაობა ბულგარეთის განვითარებისთვის" (GERB) იმარჯვებს, იუწყება რადიო თავისუფლების ეროვნული სამსახური სამი სოციოლოგიური სააგენტოს დათვლაზე დაყრდნობით.

მათი შეფასებით, GERB ხმების 23-25 ​​პროცენტს იღებს. მთავრობის კიდევ ერთი ყოფილი მეთაურის, კირილ პეტკოვის პროევროპული „განაგრძეთ ცვლილებები“ დაახლოებით 19% პროცენტის ზღვარზე.

შემდეგ მოდის ეროვნული უმცირესობების პარტია „მოძრაობა უფლებათა და თავისუფლებებისთვის“ ხმების 14,8%-ით, „რენესანსი“ ხმების 9,9%-ით, „დემოკრატიული ბულგარეთი“ 7,5%-ით, „ბულგარული მზის ამოსვლა“ ხმების 4,5 პროცენტს აგროვებს, პოპულისტური „არის ასეთი ხალხი“ 4 პროცენტიან გამსვლელ ნიშნულზეა.

წინა პრემიერ-მინისტრმა პეტკოვმა უკვე აღიარა დამარცხება და განაცხადა, რომ მისი პარტია არ შეეცდება მმართველ კოალიციაში შესვლას და ოპოზიციის ადგილს დაიკავებს, იუწყება RS Bulgarian Service.

თუმცა, GERB-ს არ ექნება საკმარისი ხმები მინისტრთა კაბინეტის დამოუკიდებლად ჩამოსაყალიბებლად - მას მოუწევს კოალიციური პარტნიორების ძებნა. ამას ართულებს ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ბორისოვი და მისი თანამოაზრეები კორუფციაში დაადანაშაულა.

ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 18 თვის განმავლობაში მეოთხედ გაიმართა. პეტკოვის მთავრობა ივნისში, მზარდი ინფლაციის ფონზე და კოალიციიდან „ასეთი ხალხის“ გასვლის გამო გადადგა.

პეტკოვის თქმით, მთავრობას ეწინააღმდეგებიან რუსული სადაზვერვო სამსახურები და მაღალი კორუფცია.

ივნისში სოფიამ 70 რუსი დიპლომატი და რუსეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელი გააზევა. მანამდე კი, მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ყველა სანქციას მხარი დაუჭირა.