შავ ზღვაში რუსეთმა, რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ხომალდების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა. ამის შესახებ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის პრესმდივანმა სერგეი ბრაჩუკმა განაცხადა.
„მტრის ფლოტის გემების დაჯგუფება 8 ხომალდისგან შედგება, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულის უკან მანევრირებენ. მტერი მზადყოფნაში ინახავს 3 ზედაპირულ ხომალდს და 2 წყალქვეშა ნავს, რომლებიც 32 კალიბრის საკრუიზო რაკეტითაა აღჭურვილი", - განაცხადა ბრაჩუკმა.
მისივე თქმით, შავ ზღვაში შტორმის გაძლიერების გამო ჭურვების აფეთქების საშიშროება იზრდება, რადგან სამაგრიდან ამოვარდნილი ჭურვი შესაძლოა პირდაპირ წყალში აფეთქდეს ან ტალღებმა ნაპირზე გამორიყონ.