აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „ბელგოროდი“ ბაზიდან გაუჩინარდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
NATO-ს ხელმძღვანელობამ მოკავშირეებს გაუგზავნა გაფრთხილება რუსული ატომური წყალქვეშა ნავის K-329 „ბელგოროდის“ მობილიზაციის შესახებ, რომელიც „აპოკალიფსის პალადინითაა“ აღჭურვილი.
ალიანსში ვარაუდობენ, რომ ბირთვული წყალქვეშა ნავი არქტიკაში, ახალი სუპერ ძლიერი ტორპედო „პოსეიდონის“ შესამოწმებლად გაემგზავრა, რომელსაც ზოგჯერ „აპოკალიფსის პალადინს“ უწოდებენ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Repubblica წერს.
ჟურნალისტები, NATO-ს წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ამერიკული დაზვერვის თანახმად, რუსული წყალქვეშა ნავი ბაზიდან გაუჩინარდა, რათა „პოსეიდონის“ სარაკეტო ტორპედო, სახელწოდებით Status-6, ყარას ზღვის მიდამოში გამოსცადოს.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს იარაღი NATO-ს მოკავშირეებს აიძულებს, ალიანსის ქვეყნების საზღვაო ძალების დაგეგმვის კონცეფციას გადახედონ.
„ესაა სრულიად ახალი კატეგორიის იარაღი, რომელიც დასავლეთს აიძულებს საზღვაო ძალების ოპერაციების დაგეგმვის პრინციპები შეცვალოს, რაც ახალ მოთხოვნებსა და ახალი კონტრაქციის საშუალებებს გამოიწვევს“, - თქვა ამერიკელმა სამხედრო ექსპერტმა ჰაი სატონმა.
მედია წერს, რომ წყალქვეშა ნავის სუპერ ტორპედო ისეა შექმნილი, რომ აშშ-ის ინფრაწითელი სატელიტური სათვალთვალო სისტემა ვერ აფიქსირებს. რუსული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ტორპედოს შეუძლია მიაღწიოს სამიზნეს კონტინენტთაშორის დიაპაზონში 1 კმ-ზე მეტ სიღრმეზე 60-70 კვანძი (110-130 კმ/სთ) სიჩქარით.