გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„გვყავს ექიმი ჯეიმს კობი, რომელმაც მიიღო ნობელის პრიზი, რომელიც არის აქ და ელოდება სააკაშვილის ნახვას, მაგრამ ჯერ არ გვაქვს თანხმობა, რომ შემოვიდეს პრეზიდენტ სააკაშვილის სანახავად. საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ გვყავს ნობელის მშვიდობის პრემიის გამარჯვებული პაციენტის სანახავად და ჯერ კიდევ არ უშვებენ. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ თანხმობა, რომ ექიმი კობი შევიდეს და შეაფასოს პრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. ჩვენ ყოველდღიურად რაც შეგვიძლია ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამის გაკეთება შევძლოთ“, - აღნიშნა ადვოკატმა.
- ადვოკატი: უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ კითხვას: არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი
- მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა
ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.