YouTube-მა ჩეჩნური საფეხბურთო გუნდი "FC Akhmat Grozny", საკუთარი დაბლოკა, მიზეზი კი გუნდის სანქცირებულთა სიაში მოხვედრა გახდა. ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ.
გუნდის თქმით, მათთვის უცნობია, თუ რატომ დაიბლოკა არხი პლატფორმაზე და აღნიშნავენ, რომ მათ ეს ნაბიჯი ხელს ვერ შეუშლის გულშემატკივრებისთვის სიახლეების გაცნობაში.
Akhmat-ის ფეხბურთის გუნდის გარდა, პლატფორმამ ასევე დაბლოკა შერეული ორთაბრძოლის პრომოუტერული კომპანია - Absolute Championship Akhmat-ი.
დეკემბერში Akhmat-ის საფეხბურთო და ორთაბრძოლის გუნდების გვერდები "მაგნიტსკის აქტი"-ს ფარგლებში დაიბლოკა. მათ გარდა სანქციების სიაში, "ახმატ კადიროვის ფონდი", "ახმატის მებრძოლთა კლუბი" და "ჩეჩნური მინერალური წყლების კომპანია" მოხვდა.