ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წელს სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის 80 მილიონი ლარია გათვლილი. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
„80 მილიონია გათვლილი სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამისთვის. ეს დაახლოებით 22-23 ათასი ადამიანის დასაქმებას ეხება და მათ ანაზღაურებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ უფრო ნაკლები დაგვჭირდება იქიდან გამომდინარე, რომ უკვე კარგად არის მოწესრიგებული როგორც პაციენტების ჰოსპიტალიზაციის, ასევე სხვადასხვა ხარჯების მართვის ნაწილი, ასევე მნიშვნელოვნად არის ინფიცირებები შემცირებული. ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ გვექნება“, - განაცხადა აზარაშვილმა.