ჩეხმა აქტივისტებმა რიგითი მოქალაქეების შეგროვილი ფულით, უკრაინის ჯარს ტანკი T-72 და საბრძოლო მასალა უყიდეს

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქვეყნის რიგითმა მოქალაქეებმა ერთ თვეში შეაგროვეს საკმარისი თანხა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებისთვის მოდერნიზებული T-72 Avenger ტანკი იყიდეს. ამის შესახებ 3 ოქტომბერს Twitter-ზე უკრაინის ელჩმა ჩეხეთში ევგენ პერებიინისმა დაწერა. 

„ჩეხეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც უბრალო ხალხმა იყიდა ტანკი, რათა უკრაინისთვის [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ] პუტინის წინააღმდეგ ომში გაეგზავნა. 33 მილიონი კრონი (1,3 მილიონ დოლარზე მეტი - „GORDON“) 11288 ადამიანმა შეაგროვა. ტომასი ომში მიდის! გმადლობთ! რა არის შემდეგი? საბრძოლო მასალა!" - წერს პერებიინისი.

უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინისთვის იარაღის შესაძენად $51.72 მილიონი გამოყო.