ცნობილია, სად იმუშავებს ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შემდეგ

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. დირექტორის თანამდებობაზე ლიკა ჭუმბურიძე დაინიშნა. ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს. 

პოსტზე დანიშვნამდე, ლიკა ჭუმბურიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს  ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა.

„2019-2022 წლებში იყო ივ. ბოკერიას სახ. საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საოპერაციო დირექტორი, 2019 წელს კი  - „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“-ს აღმასრულებელი დირექტორი.

2017-2018 წლებში მუშაობდა  „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. 2015-2017 წლებში იყო  Innova HC Ltd_ს საოპერაციო დირექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა, კლინიკებისა და სამედიცინო დაწესებულებების წამყვან თანამდებობებზე, მათ შორის, იყო სამედიცინო ხარისხის უზრუნველყოფისა და შიდა აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსური ადმინისტრირების ჯგუფის ხელმძღვანელი და სხვა.

ლიკა ჭუმბურიძე არის  ევროპული ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის (EHMA) წევრი და კოორდინატორი საქართველოში, ასევე საქართველოს ჯანდაცვის მენეჯმენტის ასოციაციის პრეზიდენტი“, - ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინფორმაციაში.