უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკის მიერ Twitter-ზე გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.
ზელენსკიმ Twitter-ზე გამოაქვეყნა გამოკითხვა „როგორი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?“.
გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ის, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და „ის, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს".
მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.