Bloomberg: ყველაზე ძვირადღირებული ამერიკული ჩიპების მწარმოებელი რუსეთში საქმიანობას აჩერებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 7 თვის შემდეგ, ყველაზე ძვირადღირებულმა ამერიკულმა ჩიპების მწარმოებელმა რუსეთში საქმიანობა შეაჩერა. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ჩიპების მწარმოებელმა Nvidia Corp.-მა რუსეთში საქმიანობა შეაჩერა, მაგრამ ადგილზე რჩება თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად“, განმარტავენ კომპანიაში.

მისივე განცხადებით, „ყველა თანამშრომელს მიეცემა შესაძლებლობა, გააგრძელოს სამუშაო სხვა ქვეყნებში“.