უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის Twitter-ზე მიმდინარე გამოკითხვაში - „როგორი ილონ მასკი უფრო მოგწონთ?“, თავად მილიარდერიც ჩაერთო. მან ზელენსკის Twitter გვერდზე კომენტარი დაწერა.
„მე მაინც ძლიერ ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ომის მასიური ესკალაცია დიდ ზიანს მიაყენებს უკრაინას და, შესაძლოა, მსოფლიოს“, - წერს Space X-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი.
ზელენსკის სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე მიმდინარე გამოკითხვაში პასუხის ორი ვარიანტია: „ილონ მასკი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს" და რომელიც რუსეთს უჭერს მხარს“.
მანამდე ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, რომელშიც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.