„ვივამედის” კლინიკაში საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა სააკაშვილმა სასამართლოს ჩვენება უნდა მისცეს.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი იყო ცნობა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, ჩვენების მიცემა, გამომდინარე აქედან, ვიშუამდგომლეთ გასვლით სხდომაში მონაწილეობა, რაც დააკმაყოფილა მოსამართლემ. ამ ეტაპამდე არაერთი პროცესი გადაიდო, სადაც წარმოდგენილი იყო ცნობა, რომ მას არ შეეძლო მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.