ბაიდენს ოფიციალურად გადაეცა Twitter-ის ანგარიში ტრამპის გამომწერების გარეშე

აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ოფიციალურად გადაეცა Twitter-ის ანგარიში ტრამპის გამომწერების გარეშე.

ბაიდენის გუნდი უკმაყოფილოა ასეთი გადაწყვეტილებით, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, თავისი ანგარიში ტვიტერში გადასცა ტრამპს 13 მილიონი გამომწერით.

არჩეული პრეზიდენტის ახალმა ანგარიშმა, @PresElectBiden-მა, ამოქმედებიდან რამდენიმე საათში ნახევარი მილიონი გამომწერი შეაგროვა. ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, ის ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტის ანგარიში - @POTUS.

Twitter-მა არ განმარტა, რატომ არ გადასცეს ტრამპის გამომწერები ბაიდენს. კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ 2015 წელს Twitter-ის მკითხველები ტრამპს ობამას თხოვნით გადასცეს. The Washington Post-ის ჟურნალისტების თანახმად, ტრამპის სოციალური ქსელების ადმინისტრატორმა უარი თქვა ბაიდენისთვის მკითხველების გადაცემაზე.

ობამა აშშ-ის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ოფიციალური ანგარიში ჰქონდა ტვიტერში. პრეზიდენტობის მეორე ვადის დასასრულისთვის ობამას ტვიტერის მისამართს სახელი შეუცვალეს და გაყინეს. გაიყინება ასევე ტრამპის ოფიციალური ანგარიში.