სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, ტელეწამყვანი, ლაშა ნაკაიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
დღეს აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების პოზიცია არ გაიზიარა.
ლაშა ნაკაიძე დაზარალებულის მიმართვის საფუძველზე, სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება მას გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურებას და სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავება.