ხერსონის ოლქში 50-ზე მეტი დასახლება გათავისუფლდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ რეგიონებში მობილური გამშვები პუნქტები მუშაობენ.
„რაც შეეხება ხერსონის რეგიონს, იქ 50-ზე მეტი საცხოვრებელი ადგილია დეოკუპირებული, 3500-მდე მოქალაქე გათავისუფლდა რუსული ოკუპაციისგან“, - განაცხადა ენინმა.
მისივე თქმით, გამომძიებლებმა 105 ომის დანაშაული დააფიქსირეს და მუშაობა გრძელდება“.