NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინის განაცხადს ბრიუსელში განიხილავენ. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
„დღეიდან გენერალურმა მდივანმა განაცხადი ოფიციალურად მიიღო უკრაინის ნოტის საშუალებით და შემდეგი ეტაპი იქნება ამ განცხადების განხილვა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ანუ NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩების დონეზე“, - განაცხადა ჟოვკვამ.
უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მხარდასაჭერად, ევროპის ცხრა ქვეყანამ ერთობლივ განაცხადს ხელი მოაწერა.
ვოლოდიმერ ზელენსკიმ 30 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინა NATO-ში სწრაფი გაწევრიანების განაცხადს შეიტანს.