აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრი ალექს აზარი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მან გადადგომის შესახებ წერილი უკვე გაუგზავნა დონალდ ტრამპს.
ტელეკომპანიის ცნობით, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში აზარი კაპიტოლიუმში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატიის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმად აფასებს და პრეზიდენტს ძალადობის ნებისმიერი ფორმის დაგმობისკენ მოუწოდებს.
„კაპიტოლიუმზე თავდასხმა ჩვენს დემოკრატიასა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ტრადიციაზე თავდასხმა იყო. ძალადობის ნებისმიერი ფორმა ერთმნიშვნელოვნად დაგმოთ, მოითხოვოთ, რომ არავინ სცადოს ვაშინგტონში ან სხვაგან ინაუგურაციასთან დაკავშირებული ქმედებების ჩაშლა და მხარი დაუჭიროთ 2020 წლის 20 იანვარს ხელისუფლების მშვიდობიანად და მოწესრიგებულად გადაცემას,“- აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის წერილში.