ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭორს გვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“.

სანქციების თანახმადა, დიპლომატს ევროკავშირში შესვლა აეკრძალა, ევროპულ თანამეგობრობაში მისი აქტივები კი „გაიყინება“. ამგვარად, სირიის ხელისუფლების წარმომადგენელთა რაოდენობა ევროკავშირის სასანქციო სიაში 289-მდე გაიზარდა, იურიდიულ პირთა რაოდენობა კი 70-ს შეადგენს.

ფეისალ მიკდადი სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელად თავისი წინამორბედის, ვალიდ მუალემის გარდაცვალების შემდეგ, 2020 წლის ნოემბერში დაინიშნა.