ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული კომპანიები ვერ იღებენ პასუხისმგებლობას სამუშაოს ხარისხიანად ჩატარებაზე.
„ყველა ქართული კომპანია ერიდება ამ პროექტებში მონაწილეობას, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მათი მხარდაჭერით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და შესაძლებლობა ექნება საერთაშორისო, უცხოურ კომპანიებს მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში,“ - განაცხადა კალაძემ.