ექსპერტიზის დასრულებამდე, სააკაშვილი მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს, - ამის შესასხებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს „ვივამედის“ კლინიკაში შეყვანიდან დღემდე დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული.
„წამლების მიღებაზე უარი განაცხადა, თუმცა არა პროტესტის მიზნით. 86 კილოა. 20 კილოგრამი აქვს დაკლებული, რაც "ვივამედში" შემოვიდა. ფაქტია, რომ ჯანმრთელობა უარესდება. სასამართლო პროცესიც ვერ ჩატარდა. მოსამართლემ პროცესი შეწყვიტა იმის გამო, რომ მისი დაკითხვა შეუძლებელია და ეს განჩინებაშიც აისახა. ასეთი იურიდიული დოკუმენტი პირველად გაჩნდა.
ცნობისთვისმ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.