ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების რიტორიკაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. ჟურნალისტებმა ელჩს ასევე ჰკითხეს ამ ძალის გაფართოებასა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებებზე.
„ერთი მხრივ, მთავრობიდან მოდის დამაბნეველი გზავნილი, რომელიც გარკვეულწილად ეთანხმება მას, ვინც როგორც ჩანს, ცდილობს, ძირი გამოუთხაროს საქართველოსა და აშშ-ის შორის პარტნიორობას, მეორე მხრივ, პრემიერ-მინისტრი და სხვები გამოთქვამენ მზადყოფას და სურვილს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობა და პარტნიორობა აშშ-სთან. მე ყოველთვის მსურს, ვისაუბრო ფაქტებით.
ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა ჩვენ გარშემო, თუმცა სიმართლეს ის არის, რომ აშშ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთგულად უჭერს მხარს და ეხმარება საქართველოს განვითარებაში, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა, ეკონომიკა, ქვეყნის სუვერენიტეტი და რა თქმა უნდა, დემოკრატია.
თუნდაც ის ფაქტი, რომ ეკონომიკა წინ მიდის და კარგი ციფრებია, ამაში წვლილი აქვთ შეტანილი საქართველოს მეგობრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ შორის იმ პერიოდში, რომელიც პანდემიის დროს და მის შემდგომ განხორციელდა.
აშშ-ის მთავრობა ძალიან დიდ ძალისხმევას სწევს, რომ დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, იმისთვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს რწმენა, რომ მათი ქვეყანა ძლიერი, განვითარებული დემოკრატიისკენ მიდის, რომელიც არის სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, ჩვენ შორის რაიმე არსებითი განსხვავება არ არის და ეს იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გაყოფის მიუხედავად, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში. ჩვენთვის ახალ მოცემულობაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენს გადაწყვეტილებებს, „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს, 75 დეპუტატი გვყავს“, - ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს 4 ოქტომბერს განუცხადა.