საპატრულო პოლიციამ „ორ ნაბიჯში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. როგგორც ცნობილია, დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც თბილისში, სუპერმარკეტ „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ ფილიალში ძალადობის ფაქტია ასახული. სუპერმარკეტის თანამშრომლებს უცხოელი მომხმარებელი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.