სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ, - ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საკუთარ სასამართლო პროცესზე დასასწრებად მივიდა.
"როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს",- განაცხადა ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.