ევროპის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ Pfizer-ის ვაქცინის იმაზე ნაკლები დოზა მიიღეს, ვიდრე ელოდებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შვედეთი, დანია, ფინეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ ზეწოლა განახორციელონ Pfizer-ზე, რათა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დისტრიბუცია დროულად მოხდეს.
როგორიც კომპანია Pfizer-ში აცხადებენ, დისტრიბუციის პროცესში ხარვეზის მიზეზი წარმოების პროცესში არსებული ცვლილებები გახდა. ამ ცვლილებების მიზანი კი, ვაქცინის გაცილებით დიდი რაოდენობით წარმოებაა.
მათი თქმით, ვაქცინის შემცირებული რაოდენობით მიწოდება დროებითი საკითხია.
„ეს დროებით გავლენას მოახდენს იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში განსახორციელებელ გადაზიდვებზეც, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზრდება ვაქცინის დოზა თებერვალსა და მარტში“, – აცხადებენ კომპოანიაში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ მან კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელებისგან მიიღო გარანტია, რომ წლის პირველ ნახევარში დაპირებული დოზის დისტრიბუცია აუცილებლად მოხდება.