დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პირველ ნოემბერს დანიშნა.
„ჩვენ გვსურს გვქონდეს ფართო მთავრობა პარტიებით, ცენტრალური პოლიტიკური ხაზის ორივე მხარეს“, - თქვა ფრედერიკსენმა თავის გამოსვლაში.
ბოლო გამოკითხვებით, ფრედერიკსენის სოციალ-დემოკრატიულ მთავრობასა და მემარცხენე პარტიებს, რომლებიც მემარჯვენე ბლოკს ემხრობიან წარმატების თითქმის თანაბარი შანსი აქვთ.
დანია გლობალური პოლიტიკური კრიზისის ცენტრშია მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც გასულ კვირას „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორი მილსადენი დაზიანდა, რომლითაც ბალტიის ზღვის გავლით რუსეთიდან ევროპაში გაზი ტრანზიტი ხორციელდებოდა. მომხდარს, მსოფლიო ლიდერები დივერსიულ აქტს უწოდებდნენ.