საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 236 ადამიანს დაუდასტურდა, 2 189 გამოჯანმრთელდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 236 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.