მე შემიძლია, კელი დეგნანს პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„თქვენ მეკითხებით, სხვისი განცხადება რას ემსახურება, ეს მას უნდა ჰკითხოთ, ვინც გააკეთა, მე შემიძლია, პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამ პატივისცემის მიუხედავად, კატეგორიულად არ დავეთანხმო მის განცხადებას, ამის უფლება მაქვს. თქვენ ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები ან რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლები, თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა იყოს, დავუშვათ, ძალიან დიდი წვლილი ჰქონდეს ამ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი, მასთან შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის მათ შორის არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.