სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტის წინ კომენტარს აკეთებს. ბონი ჯენკინსი იმ თემებზე საუბრობს, რომლებსაც თბილისში ვიზიტისას გაამახილებს ყურადღებას.
- მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს, გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების დახმარების შესახებ და ამ მიმართულებით ჩვენს სამუშაოზე სასაუბროდ.
„საქართველოში ვიზიტისას შევხვდები ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებთანაც საერთო სტრატეგიული ინტერესების ფარგლებში, საერთო ინტერესთა სფეროში ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნავს ბონი ჯენკინსი.
ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 5-7 ოქტომბერს ეწვევა.
თბილისში ყოფნისას ჯენკინსი ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე COVID19-თან დაკავშირებული გამოცდილების შესახებ სიტყვით გამოვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.