ტაილანდში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ტაილანდში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ყოფილი პოლიციელის მხრიდან სროლას სულ მცირე 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის ბავშვები და მოზარდები არიან.

მისივე ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბავშვებსა და მოზარდებს ესროლა, დანით დაჭრა და გაიქცა.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

სროლა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნონგ ბუა ლამფუში იყო.