ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საერთო პროექტები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ელჩს, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. თავის მხრივ, სომხეთში სფეროს სიახლეებზე ისაუბრა აშოტ სმბატიანმა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც განიხილეს.