კრემლის რეჟიმის მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი ოფიციალურად აპირებს უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის დაწყებას.
ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საკუთარ ბლოგში დაწერა.
„17 ოქტომბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად დავიწყოთ ჩვენი სასწავლო მისია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - წერს ბორელი.
- ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა
- რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი
მისივე თქმით, რუსეთის ბირთვული საფრთხის მიუხედავად, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.
„ჩვენ განვაცხადეთ, რომ არასოდეს მივიღებთ ანექსიას და არ შეგვაშინებს რუსეთის საფრთხეები და ესკალაციები. პირიქით, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას - სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით.
რუსეთზე მეტი სანქციებით ზეწოლითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერით, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს“, - აღნიშნავს ბორელი.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.