გერმანიაში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება

დრეზდენში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება. გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის მთავრობამ მიიღო. აღნიშნულ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

გავერცელებული ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლტოლვილთა მიმღები ცენტრის ბაზაზე გახსნიან, რომელიც დრეზდენში 2027 წელს აშენდა.

ციხეში ის მოქალაქეები მოხვდებიან, რომლებიც კარანტინის რეჟიმს განმეორებით დაარღვევენ.

5 იანვარს გერმანიის ხელისუფლებამ „ლოქდაუნი“ 31 იანვრამდე გაახანგრძლივა და მოსახლეობას სოციალური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდა.