ირაკლი ღარიბაშვილი: ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით

ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან, ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თავის Twitter გვერდზე წერს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მადლობას უხდის  ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკომისიას რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება

ძალზედ პროდუქტიული შეხვედრა მქონდა ურსულა ფონ დერ ლეიენთან ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების მომავალთან დაკავშირებით. მადლობას ვუხდი ევროკომისიას, კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს დახმარებისთვის. საქართველო ერთგულია ევროპული მომავლის“,  - წერს პრემიერი.