ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ევროკავშირი ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ასევე გვსურს, რომ საქართველო დაწინაურდეს და წარმატება ჰქონდეს ევროკავშირის გზაზე. რეფორმების ფარგლებში განხორციელებული ძალისხმევა უნდა შენარჩუნდეს.
ევროკომისია მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს”, - წერს Twitter-ზე ევროკომისიის პრეზიდენტი.