ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა

ყირგიზეთის პრეზიდენტის არჩევნებში სადირ ჟაპაროვმა გაიმარჯვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

სადირ ჟაპაროვმა ხმების 1,1 მილიონზე მეტი ხმა მიიღო (79,23%), მისმა უახლოესმა მდევარმა, ადახან მადუმაროვმა კი 95 000 ხმა (6,8%).

ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ყირგიზეთში 10 იანვარს გაიმართა. პარალელურად ქვეყანაში რეფერენდუმზე მმართველობის ფორმის საკითხი იყო გატანილი. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას მხარი 1,1 მილიონმა ადამიანმა დაუჭირა, საპარლამენტო მმართველობას კი 152 ათასმა ადამიანმა.

ცნობისთვის, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სადირ ჟაპაროვიპრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.