ტერორისტულმა სახელმწიფომ არცერთი შემოსავალი არ უნდა მიიღოს ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ მიიღოს რაიმე მოგება ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან. ისე, რომ ვერცერთი ნავთობის დოლარი და ვერცერთი გაზის ევრო ვერ წავიდეს რუსეთის ომის გაგრძელებაზე უკრაინის და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირების შეზღუდვას და ინსტრუმენტებს ტერორისტული სახელმწიფოსთვის ნავთობისგან მიღებული შემოსავლების შესაზღუდად.
ზელენსკიმ დაამატა, რომ ეს მხოლოდ სანქციების ზეწოლის დასაწყისი უნდა იყოს რუსეთის ენერგორესურსებზე, რათა აიძულოს აგრესორი, შეაჩეროს ომი.