აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი, საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. ჯენკინსმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ელჩის და მისი გუნდის საქმიანობას.
"ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს, აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შევხვდი. მივესალმები მისი და საელჩოს გუნდის მიერ საქართველოს ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას", - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა.
მისი თქმით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა.
ბონი ჯენკინსმა დააფიქსირა, რომ ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია.