თურქულ მხარესთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, თავდაცვის ძალები ახალ, NATO-ს სტანდარტების ჯავშანტრანსპორტიორებს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ კომპანია “ASFAT”– ს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე თავდაცვის ძალებს ახალი მაღალი გამავლობის ჯავშანტრანსპორტიორები გადმოეცემა. ჯავშანტრანსპორტიორები მისი აღჭურვილობითა და ქვესისტემებით ნატოს სტანდარტების შესაბამისია.
ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალების აღჭურვა აღნიშნული ჯავშანტრანსპორტიორებით მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თურქეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.