ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა. სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება, თუმცა არის საკითხები, როდესაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება და გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ეს ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გადასაწყვეტი საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
,,დღეს 17:00 საათზე გაიმართება ჯანდაცვის სამინისტროში სხდომა, სადაც უნდა გადაწყდეს ბატონი კობის და კიდევ ერთ ექიმზე ნებართვის გაცემა, თუმცა ის ჩამოსვლას არ აპირებს და ავადმყოფის ისტორიაზე დაყრდნობით ჩაატარებს ექსპერტიზას. სახელმწიფოს აქვს ამის ვალდებულება, თუმცა არის საკითხები, როდესაც მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება და გარკვეულ დათმობებზე მიდიან. ეს ორი სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროებს შორის გადასაწყვეტი საკითხია. ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა”, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.
უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.
დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.