ნობელის „მშვიდობის პრემიის“ პრემიის ლაურეატები, 2022 წელს ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ გახდნენ.
ამის შესახებ ნობელის კომიტეტი Twitter-ზე იტყობინება.
„ნობელის პრემიის ლაურეატები, თავიანთ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. მათ ხელი შეუწყეს ხელისუფლების კრიტიკისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას წლების განმავლობაში. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს და დოკუმენტურად ასახეს ომის დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. მათ აჩვენეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
„სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ უკრანაში 2007 წელს დაარსდა.