საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას გაუგზავნის დამატებით სამხედრო აღჭურვილობას, რათა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას თავი. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ შორის იქნება ფრანგული, „კეისრის“ ჰაუბიცები.
„ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ რამდენიმე მოთხოვნაზე, ევროკავშირის რამდენიმე წევრთან, მათ შორის ახალ „კეისრებზე“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
უფრო ადრე მაკრონმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება უკრაინას „სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენაში.
საფრანგეთმა უკრაინას 18 თვითმავალი ჰაუბიცა (Ceaser) მიაწოდა. Le Monde-ის ცნობით, საფრანგეთი ემზადება უკრაინაში დამატებით 6-დან 12-მდე კეისრის ჰაუბიცის გასაგზავნად.