სალომე ზურაბიშვილი: სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატების დაჯილდოებას გამოეხმაურა. 
„ძალაუფლებისგან მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა არის ის, რაც თავისუფლებას ასაზრდოებს. სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს.
 
ვულოცავ [მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას] ალეს ბიალიაცკის, “მემორიალსა” და “სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს”- დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე. 
 
ნობელის „მშვიდობის პრემიის“ პრემიის ლაურეატები ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ გახდნენ.