ინდოეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო

ინდოეთში დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, 1.3 მილიარდი ადამიანის აცრა იგეგმება. პრიორიტეტი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მიენიჭებათ.

"ჩვენ ვიწყებთ ვაქცინაციას და ის მსოფლიოს აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობებს", - განაცხადა ინდოეთის პრემიერ მინისტრმა ნარენდა მოდიმ. მან მოქალაქეებს სთხოვა, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი და არ დაუჯერონ ნებისმიერი "ჭორები ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ".

ინდოეთი „ასტრაზენეკასა“ და ადგილობრივი წარმოების ვაქცინის გამოყენებას გეგმავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შედეგად, 10.5 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსმა ამ დრომდე 151 000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.