რუსეთის პრეზიდენტის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური ტრიბუნალი შეიქმნას, ხოლო პუტინს შემდეგი დაბადების დღის აღნიშვნა გისოსებს მიღმა უსურვა.
„პუტინი დღეს თავის დაბადების დღეს აღნიშნავს. იმედი მაქვს, ის მომდევნოს შეხვდება ციხეში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის. აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რუსეთის აგრესიის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის", - აღნიშნა რეინსალუმ.