უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ინდონეზიაში, ნოემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტში მონაწილეობაზე თანხმობა გამოთქვეს. ამის შესახებ ინდონეზიის ელჩმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ჰუსინ ბაგიშმა, The National-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ორივემ თანხმობა გამოთქვა. ვითარება უკრაინა-რუსეთის ომის გამო მარტივი არ არის", - განაცხადა დიპლომატმა.
მან დასძინა, რომ ორი პრეზიდენტის მიღებაზე ლოჯისტიკური მზადება უკვე მიმდინარეობს. „ჩვენ ვწყვეტთ რომელ სასტუმროებში განვათავსოთ ისინი - ერთი პუტინისთვის და მეორე ზელენსკის“, - თქვა ბაგიშმა.
არც უკრაინის და არც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა The National-ის თხოვნას G20-ის სამიტში პრეზიდენტების მონაწილეობის გეგმების დადასტურების შესახებ.
„ევროპრავდამ“ კომენტარი ვერ მიიღო ზელენსკის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმაც.
წელს G20-ს თავმჯდომარეობს ინდონეზია, რომელიც სამიტს 15-16 ნოემბერს ბალიზე უმასპინძლებს.