ყირიმის ხიდზე ხანძარია

ყირიმის ხიდზე, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ცეცხლი სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწავავის ავზს გაუჩნდა.

"გავრცელებული ინფორმაციით, საწვავის ტერმინალი იწვის. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას!" - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ბრაჩუკიმ.

სოციალური ქსელებით თვითმხილველების მიერ გავრცელებულ არაერთ ვიდეოებში ჩანს, რომ დაზიანებულია სარკინიგზო ხაზი და საავტომობილო გზაც.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.